ისტორიის ეროვნული გამოცდა: ქულის პროგნოზის ფუნქცია | FoxPrep
გახსენი ისტორიის ქულის პროგნოზი ფოქსპრეპზე →
ფოქსპრეპის მიზანია მეგზურობა გაგიწიოს ეროვნული გამოცდების მოსამზადებელ გზაზე რათა გამოცდებზე გახვიდე ოპტიმალურ ფორმაში. ზუსტად ამ იდეის გარშემო შეიქმნა ქულის პროგნოზის ფუნქციონალი ისტორიის გამოცდისთვის. ეს არის ჭკვიანი სისტემა, რომლის ხშირი და რეგულარული გამოყენებაც დაგეხმარება ქულის გაუმჯობესებაში.
ამ ფუნქციის ოპტიმალურად გამოსაყენებლად კარგი იქნება თუ გეცოდინება მისი მუშაობის პრინციპები. ამ პრინციპების გასაგებად, პირველ რიგში უნდა ვუპასუხოთ თუ რას ნიშნავს გამოცდისთვის ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა. ჩვენთვის ეს სამ რაღაცას ნიშნავს:
- გავლილი გაქვს სრული მასალა პროგრამის მიხედვით
- იღებ სასურველ ქულებს ყველა ტიპის სავარჯიშოში
- ამ ქულებს იღებ სტაბილურად: დღიდან დღემდე, სავარჯიშოდან სავარჯიშომდე და საკითხიდან საკითხამდე. ყველგან და ყოველთვის სტაბილურად მომზადებული ხარ.
ამ სამი პირობის შესრულების შემთხვევაში, აბიტურიენტი თითქმის გარანტირებულად შევა გამოცდაზე ოპტიმალურ ფორმაში და თავის ცოდნას მაქსიმალურად მაღალ ქულად გადააქცევს.
სამი ინდიკატორი
შესაბამისად ეს სამი პირობა ფოქსპრეპზე გადავაქციეთ სამ ინდიკატორად, რომლებიც გამოცდებამდე მაქსიმალურად უნდა გაზარდოთ.
- ქულა: განსაზღვრავს ქულას შენი წინა მცდელობების მიხედვით. მაქსიმალური ქულა უტოლდება გამოცდის ქულას, ამ შემთხვევაში 60-ს.
- საკითხების დაფარვა: ოფიციალური საკითხებიდან რა ნაწილზე გაქვს თუნდაც მინიმალური საჭირო რაოდენობის პასუხები გაცემული. ფოქსპრეპზე რეგისტრაციისას იწყებ 0%-ით და ყველა საკითხის დაფარვის შემთხვევაში ახვალ 100%-ზე.
- პროგნოზის სტაბილურობა: მაჩვენებელი იცვლება 0-დან 100%-მდე და რაც მაღალია მით უკეთესია. ითვალისწინებს ბევრ ფაქტორს და საბოლოოდ ასახავს რამდენად სტაბილურად მომზადებული ხარ.
გაითვალისწინე, რომ ცალკე აღებული არც ერთი ამ სამი ინდიკატორიდან არ არის საკმარისი. თითქმის ყველა თქვენგანი დაბალი მაჩვენებლებით დაიწყებს ამ ინდიკატორებზე და სტაბილური ვარჯიშის შემთხვევაში ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზრდება ყველა მაჩვენებელი.
ქულის პროგნოზის გახსნა
ქულის პროგნოზის გასახსნელად მოგიწევს ხუთი მარტივი მისიის შესრულება.
ეს ხუთი მისია შექმნილია, რათა სისტემამ მოახდინოს პირველადი კალიბრაცია. გაითვალისწინე, პირველი პროგნოზი ამ მისიების გარდა შენს ყველა წინა მცდელობებსაც გაითვალისწინებს, თუ ასეთი მცდელობები გქონდა.
თავად მისიები კი ფარავს ყველა შეკითხვის ტიპს და შერჩეულია იმ საკითხებიდან, რომლებიც აბიტურიენტების ძირითად ნაწილს წესით უკვე გავლილი აქვს.
აქვე გაითვალისწინე, რომ უფასო მომხმარებლებს, უფასო ცდები ეყოფათ მხოლოდ პირველი ოთხი დავალების შესასრულებლად.
ჯამში ხუთივე დავალების ხარისხიანად შესრულებას დაახლოებით 30 წუთი სჭირდება. შენ შეგიძლია ისინი სათითაოდ შეასრულო, პროგრესი არ იკარგება მისიებს შორის. მისიების დამთავრების შემდეგ კი იხილავ შენს პირველად პროგნოზს, სადაც თავდაპირველმა დაბალმა და წითელმა ქულებმა არ უნდა შეგაშინოს. სწორედ მათ გაუმჯობესებაში დაგეხმარება ფოქსპრეპი.
შემდეგი ნაბიჯის დავალებები
იმისთვის, რომ ოპტიმალური პროგრესი მოახდინო ამ სამი ინდიკატორის გასაუმჯობესებლად, ფოქსპრეპზე შეგიძლია აკეთო 'ჭკვიანი' დავალებები.
ეს დავალებები ადაპტირდება შენი წინა მცდელობების, ინდიკატორების და საერთო პროგრესის მიხედვით. თითოეული მცდელობის შემდეგ, ალგორითმი თავიდან ანგარიშობს თუ რომელი დავალება იქნება შენთვის ყველაზე ოპტიმალური შემდეგი ნაბიჯი.
ჯამში სულ 14 სხვა და სხვა ტიპის დავალებაა თუმცა იმის მიხედვით, შენ რა გჭირდება, შეიძლება უფრო ხშირად კონკრეტული ტიპის დავალებები შეგხვდეს. მაგალითად თუ ბევრი შემოსახაზი კითხვა გაქვს გაკეთებული, მაგრამ ძირითადად შეცდომებით - ხშირად შეხვდები წინა შეცდომების გადახედვის დავალებას. ხოლო თუ ჩამორჩენა გაქვს საკითხების დაფარვაზე, ამ შემთხვევაში ახალი საკითხებიდან მოგცემს დავალებებს უფრო ხშირად.
გაითვალისწინეთ, რომ ეს ალგორითმი სულ ახალია და ყოველ დღე ვაკვირდებით და ვხვეწავთ. თუ რაიმე წუნი ან გაუმჯობესების იდეები გაგიჩნდებათ გამოყენებისას, აუცილებლად მოგვწერეთ [email protected].
გვიხარია, რომ ამ სისტემას უკვე ბევრი აქტიური მომხმარებელი ყავს და რიგ შემთხვევებში სულ რამდენიმე დღეში ვხედავთ საკმაოდ დიდ პროგრესს.