ეროვნული გამოცდები
ივარჯიშე წინა წლების ეროვნული გამოცდების კითხვებზე. ყოველ პასუხს მაშინვე შეამოწმებ, შედეგების ანალიზი კი გაჩვენებს, სად გჭირდება მეტი ვარჯიში.
დაიწყე მომზადებაასეთ კითხვებზე ივარჯიშებ FoxPrep-ზე. სწორი პასუხი მონიშნულია.
{"title": "ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი გურამ რჩეულიშვილის მოთხრობიდან „ასვლა\"", "text": "ბედზე ყინულს ვარსკვლავები ანათებდნენ... მარტოდ დარჩენილი ვაჟა უსიამო ფიქრებმა შეიპყრო. მოყინულ ხელზე იკბინა. ვერაფერი იგრძნო. დაიწყო დაზელა. როგორც იყო აამოძრავა. მერე თოკს მოჰკიდა ხელი და აიწია, მაგრამ უშედეგოდ. მკლავები არ ემორჩილებოდნენ. სიბნელეში კლდეს ძლივს არჩევდა... ხელით მოსინჯა მოსაჭიდი და ერთი ნაბიჯით აიწია. ყინულამდე ორიოდე მეტრი მანძილი რჩებოდა. შეისვენა, ზევიდან ჯემალის ძახილი მოესმა. ვაჟამ ასვლას დაუჩქარა და ფეხი გაუფრთხილებლად გადადგა. სიბნელეში ხელი ვერაფერს მოჰკიდა და ჩამოცურდა. მერე უფსკრულში ჩაეკიდა. ზევიდან კვლავ გაისმა ჯემალის ძახილი. ვაჟამ ამაოდ სცადა კუნთებზე აწევა, გაყინული ხელები თოკს ვერც კი ჩასჭიდა. ახლაღა იგრძნო ნამდვილი შიში. ასე დარჩენილს გაყინვით სიკვდილი ელოდა. როგორ არ უნდოდა ეს მომხდარიყო. მოაგონდა, რომ სულ ორიოდე თვის წინ სიკვდილს ნატრობდა, აქ კი, როცა შეუძლია თვალის დახამხამებაში ოდნავ გამოხსნას თოკი, მცირე ბიძგი და მორჩა – აქ ყველა კიდურით, მთელი სულით შეებრძოლა სიკვდილს. ნანობდა, მართალი გულით ლანძღავდა თავს მთაში წამოსვლისათვის. პირობას აძლევდა ყველას, იწყევლებოდა გულში, რომ ღმერთს (თუ იყო ასეთი!) ან რაიმე განგებას დაესაჯა უარესად, თუ კიდევ წამოვიდოდა. ან როგორ იფიქრა მაშინ სიკვდილზე, როცა სიცოცხლე ასე ტკბილი ყოფილა.\n\n ვაჟა, კლდეზე ჩამოკიდებული, დონღუზ-ორუნის ჩრდილო კედელზე იღუპებოდა. უკვე მკაფიოდ შეიგრძნო, რაღაც უჩვეულო ხდებოდა მის ცხოვრებაში. ხელები ისტერიულად ჩაიწყო პირში და კბენდა, მერე „შტორმოვკას\" უხახუნა, ამდენმა ღელვამ და მოძრაობამ გაათბო. აშკარად გრძნობდა ნამდვილ შიშს. მოეჭიდა კაპრონს და ორჯერ აიწია კუნთებზე. ისევ მოეშვა. კბილები ჩაავლო თოკს, ხოლო მარჯვენა ფეხის წვერით ოდნავ მიეყუდა კედელს. ორიოდე წუთი ასე ეკიდა. ვერაფერსა გრძნობდა, მერე რატომღაც გაახსენდა, რომ, როცა კბილი სტკიოდა პატარაობისას, დედა ლოყაზე ლოყას დაადებდა ხოლმე და ურჩენდა. თვალებზე ცრემლი მოადგა, თავს კვლავ პირობა მისცა, მთაში აღარასოდეს წამოვალო. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ყინულზე გავიდა... იქ ხელი გაენასკვა. თვითონ არ ახსოვს, ჯემალამდე როგორ მივიდა.\n\n – ბიჭო, ორი საათია, – უთხრა ჯემალმა.\n – ორი?\n – ჰო!\n\n მერე ჯემალმა შავი დღისათვის შემონახული ორცხობილის ნატეხი გაუწოდა. ვაჟამ ჩაიდო პირში, მაგრამ ვერ დაღეჭა.\n\n დატოვებულ თოკს უხმოდ აუყვნენ ღრმა თოვლში... ყინვა უჭერდა და უჭერდა. ცოტა ხნის შემდეგ ქარიც ამოვარდა. იმ ღამეს კარვებში არვის სძინებია.\n\n მეორე დღეს თორმეტ საათზე თავდებოდა ალპიური ბანაკის „ნაკრას\" მიერ მოცემული საკონტროლო ვადა. ამ ვადის გადამცილებელს მწვერვალზე ასვლა არ ეთვლება და შეიძლება სპორტული წოდებაც ჩამოართვან. უთენია ჯემალი და ვაჟა დაეშვნენ ბანაკისაკენ.\n\n ნისლში გახვეულ მწვერვალზე ორი ნაბიჯის იქით არაფერი ჩანდა. დიდი სიფრთხილით მიიწევდნენ წინ. ნისლი უფრო გახშირდა. მოძრაობა შეუძლებელი ხდებოდა. ყინვამ დილით იმატა. ბიჭები გაჩერდნენ, მერე ნისლში ოდნავ შეიპარა სხივი, დაუბერა სამხრეთის ქარმა და თოვლის ფიფქებთან ერთად გარეკა ნისლი. დაიწყო ციცაბო ფერდობი. წინ ვაჟა წავიდა... წრიაპები ზევით დატოვეს, ფეხი უსხლტებოდათ. ახლა უკვე გაყინულ თოვლზე მიდიოდნენ...\n\n ერთი საათის სიარულის შემდეგ გზის რთული ნაწილი უკან მოიტოვეს.\n\n ამოვიდა მზე. ხეობაში ჩამოცხა. გათოშილი სხეულის მოყინული ადგილები ასტკივდათ. ათი საათი გახდა. თითქმის მირბოდნენ ორივენი. ვაჟას ნაპრალში ნატკენი ფეხი ისევ ასტკივდა. გაოფლიანდნენ... ძლივს სუნთქავდნენ. ვაჟას ფეხი აეწვა... გზა ტყეში შევიდა. ქინქლები ოფლიან შუბლზე ეკრობოდნენ, კისერში ტყის ქერცლი უცვივოდათ. ვაჟა დაიმანჭა, ფეხი უფრო ასტკივდა. გულში ბრაზობდა, რომ ამდენი სიძნელის მერე წესიერად, ნელი ნაბიჯით მისვლაც არ შეეძლო ბანაკში. სიცხემ იმატა. ოფლში გაიღვარნენ. საშინლად მოსწყურდათ. ჯემალი წყაროსაკენ წავიდა, მერე საათს დახედა და ნაბიჯის შეუნელებლად წინ გასწია. უკან ვაჟა მიჰყვებოდა. საშინლად მოსწყინდა ყველაფერი და ძალიან მოუნდა ხახვი, მესამე დღე იყო, რაც არ ეჭამათ. სიჩუმე ვეღარ აიტანა.\n\n – ჯემალ, ბიჭო...\n – რაო?\n – რას ინატრებდი ეხლა?\n – ნიორს და პურს, შენ?\n – მე ხახვი მინდა, გალეტთან ერთად.\n – ჰო, კარგი იქნებოდა.\n – რამდენი დაგვრჩა დრო?\n – თხუთმეტი წუთი.\n\n ბიჭებმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბეს. ფეხის ტკივილს ვეღარა გრძნობდა ვაჟა. მხოლოდ ხუთი წუთით დააგვიანდათ ბანაკში მისვლა. აუარებელი ხალხი გამოეგებათ გზაზე. დიდი სიხარული იყო. ვაჟამ ანგარიში ჩააბარა ბანაკის უფროსს, მერე ამხანაგებმა ორივე გაიტაცეს. ვაჟა სიამოვნებით წამოწვა და ფეხები საწოლის თავზე შეაწყო. არ ეძინებოდა. ექიმმა სხვა გემრიელ საჭმელთან ერთად ხახვი და პურიც მოუტანა. ჩქარა კარავი დაცარიელდა, მხოლოდ ერთი მისი მეგობარი დარჩა, რომელმაც მაშინვე უთხრა:\n\n – ვაჟა, უნდა გაგახარო.\n – შენ იცი... – ვაჟას გაეცინა – რითი?\n – ტრავერსი დაამტკიცეს, ხვალ ზევით გავდივართ.\n\n ვაჟა წამოჯდა საწოლზე, მერე გადაკოცნა ძმაკაცი.\n\n – ჩქარა, ბიჭო, მალამო, ფეხი მოვირჩინო, თუმცა დღე-ნახევარში მაინც მომირჩება.\n – რო არ მოგირჩეს?\n – რას ამბობ?\n\n ვაჟამ ხახვი ჩაკბიჩა, მერე პური დააყოლა და მჟავე წყალი სიამოვნებით მოწრუპა."}...
2025 წლის გამოცდა
2025 წლის გამოცდა
2025 წლის გამოცდა