გუგლი, ინგლისურის თემები და სამომავლო გეგმები
"გამარჯობა აბიტურიენტებო!
როგორც შეგპირდით, ამ ფორმატში გვინდა მოგაწოდოთ რეგულურული ინფორმაცია განახლებებსა და ჩვენი გეგმების შესახებ.
გასული ორი კვირა საკმაოდ დათვირთული და საინტერესო იყო FoxPrep-სთვის. ფუნქციონალის მხრივ შედარებით მწირი განახლებები გვაქვს თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო.
FoxPrep.ai 430 კომპანიიდან 14-ში შეირჩა და Google for Startups აქსელერატორის პროგრამას გავივლით. ეს კვირა შესაბამისად მე და თორნიკემ დოჰაში გავატარეთ სადაც პროგრამის დაწყების ღონისძიება ჩატარდა. გავიცანით და ვესაუბრეთ გუგლის მენტორებს, სხვა სტარტაპების წარმომადგენლებს და პოტენციურ ინვესტორებს. ეს პროგრამა FoxPrep-სთვის ნიშნავს ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან რესურსს და შესაბამისად ბევრ პოზიტიურ სიახლეს და ფუნქციონალს თვენთვის - აბიტურიენტებისთვის!
თუმცა ამ ორ კვირაში პლატფორმის განვითარება არ შეგვიჩერებია და რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ დავამატეთ:
- მომხმარებლის კაბინეტი
- ინგლისურის თემები სატესტო რეჟიმში
- ვემზადებით ქართულისა და მათემატიკის დამატებისთვის
და ბოლოს, არ გადადო მომზადება, გახდი გამომწერი და დაიწყე რეგულარულად ტესტების კეთება. რაც უფრო მეტს ივარჯიშებ, იმდენად უკეთესად შეძლებს ჩვენი პლატფორმა შენი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებას და უკეთესი პერსონალური მომზადების შესაძლებლობას.
წარმატებები!"
ირაკლი
ინგლისურის თემები (Essay Writing)
ინგლისურ ენაში ახლა უკვე შეგიძლია თემების წერა და ავტომატური გასწორება!
გადადი და დაიწყე თემების წერა
- დაწერე თემა პირდაპირ პლატფორმაზე
- დავამატეთ როგორც ოფიციალური ასევე დამატებითი თემები, ჯამში 60-ზე მეტი
- მიიღე დეტალური შეფასება და უკუკავშირი ძალიან სწრაფად (ძირითადად დაწერიდან 1-2 წუთში)
- ნახე შენი შეცდომები და რჩევები გასაუმჯობესებლად, სცადე თავიდან მანამ სანამ არ დახვეწავ თემას მაქსიმალურად
- გაითვალისწინე:
- ჯერ სატესტო რეჟიმშია და ნებისმიერი უზუსტობის შემთხვევაში დაგვიკავშირდი
- ჩვენი შეფასება შეიძლება ერთი-ერთში არ დაემთხვეს ეროვნულ გამოცდებზე შეფასებულ ქულებს
- თუმცა, ჩვენი შეფასების სქემა შედგენილია ოფიციალური გასწორების სქემის მიხედვით და მაღალი ხარისხის თემების წერას გასწავლის
მომხმარებლის კაბინეტი
დაემატა მომხმარებლის პროფილი და კაბინეტი:
- პერსონალური ინფორმაცია - სახელის შეცვლის ფუნქციით
- შეტყობინებები - ადმინისტრაციისგან პერსონალური შეტყობინებების მიღება
- გამოწერის მართვა - გადახდების ისტორია და გამოწერის გაუქმება/განახლება
- უსაფრთხოება - პაროლის შეცვლა და აღდგენის ფუნქციონალი
შემდეგი განახლებები და ახალი საგნები მალე
ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა უკვე დამატებულია პლატფორმაზე როგორც "მალე".
ამ საგნებზე აქტიურად ვმუშაობთ და პირველი სავარჯიშოები ოქტომბერში იქნება ხელმისაწვდომი.
ასევე ბოლო ეტაპებზეა ინგლისურის საკითხების მიხედვით დაყოფა და გაუმჯობესებული ანალიტიკა და ამ განახლებებს მალე იხილავთ!
🔐 გაუმჯობესებული უსაფრთხოება
გავაუმჯობესეთ პაროლების მართვის სისტემა:
- უსაფრთხო პაროლის აღდგენა ელ.ფოსტით
- პაროლის შეცვლა პროფილიდან
💳 გამოწერების განახლება
ახლა შეგიძლიათ მარტივად:
- განაახლოთ გაუქმებული გამოწერა შენახული ბარათით
- ნახოთ დეტალური გადახდების ისტორია
- მართოთ ავტომატური განახლების პარამეტრები
🐛 შესწორებული პრობლემები
- გასწორდა ინგლისურის open questions-ის ინტერფეისი
- გაუმჯობესდა მობილური ვერსიის ნავიგაცია
- დაემატა საგნების ინდიკატორები მთავარ გვერდზე
- შესწორდა სხვადასხვა მცირე ხარვეზები