ქართული ენა და ლიტერატურა FoxPrep-ზე!

"გამარჯობა აბიტურიენტებო!
სეზონის მესამე განახლების ჯერი მოვიდა და ამჯერად ბევრი კარგი სიახლე გვაქვს!
ყველაზე მნიშვნელოვანი - სატესტო რეჟიმში დავამატეთ ქართულის პირველი და მეორე სავარჯიშოები. არსებული ტექნოლოგიებით ქართული ენის სათანადო დონეზე გასწორება საკმაოდ რთული და საინტერესო გამოწვევაა. ვფიქრობთ მივაღწიეთ იმ ხარისხს, რომელიც მისაღებია და დაგეხმარებათ, რომ ამ სავარჯიშოებში ძალიან კარგად მოემზადოთ. სატესტო პერიოდში დარჩენილ ხარვეზებსაც გამოვასწორებთ. გვიხარია, რომ მსოფლიოს წამყვანი, ზოგჯერ სულ რამდენიმე დღის გამოსული ტექნოლოგიები შეგვიძლია მოგაწოდოთ ჩვენს პლატფორმაზე საუკეთესოდ მოსამზადებლად.
ქართულის გაშვების აღსანიშნავად, პირველი კვირა წვდომა ქართულის სავარჯიშოებზე ყველასთვის სრულად და უფასოდ იქნება შესაძლებელი. ერთი კვირის შემდეგ კი ის შევა სტანდარტულ სრულ პრემიუმ გამოწერაში.
ქართულის გარდა გასწორდა უამრავი შეცდომა, გაუმჯობესდა ბევრი ინტერაქციის დეტალები, დავამუშავეთ ყველა დარეპორტებული შეკითხვა.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეზე.
წარმატებები ყველას!
ირაკლი
"
რა დაემატა პლატფორმაზე
ქართული ენა და ლიტერატურა
- დაემატა გამოცდის პირველი სავარჯიშო სატესტო რეჟიმში. ამ ეტაპზე ოთხი კითხვაა დამატებული და კიდევ რამდენიმე დაემატება უახლოეს მომავალში. ტექნოლოგიურად ეს სავარჯიშო ყველაზე რთულია რაც დაგვიმატებია, შესაბამისად ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ.
- დაემატა მეორე სავარჯიშო - ჯამში 14 ტესტი ანუ 140 შეკითხვა.
- მესამე სავარჯიშოზე ვმუშაობთ და დაემატება უახლოეს მომავალში.
- ანალიტიკა დამუშავების პროცესშია და დაემატება სამომავლოდ.
გასწორებული რეპორტები
ხარისხი ჩვენი პლატფორმის მთვარი პრიორიტეტია. ხარისხის გაუმჯობესებაში ჩვენ ძალიან გვეხმარება თქვენი რეპორტები კითხვებთან დაკავშირებით. ბოლო რამდენიმე კვირაში შემოვიდა 15 რეპორტი, ჩვენ ყველა მათგანი განვიხილეთ, ზოგზე პირადად მოგწერეთ პასუხი. რამდენიმე ცვლილება:
- კითხვაზე "ვის ეკუთვნის ჩვენამდე სრულად მოღწეული უძველესი კანონთა კრებული?" განვაახლეთ მინიშნება და განმარტება. თავად კითხვის ფორმულირება და პასუხი სწორია და რჩება უცვლელად.
- ბევრი რეპორტი შემოვიდა ინგლისურის პარაგრაფების დასათაურების სავარჯიშოზე. როგორც ჩანს დიზაინი ცოტა დამაბნეველია თუმცა ერთხელ "დამუღამების" შემდეგ ყველას მოსწონს ეს დიზაინი. ჯერ-ჯერობით არ ვცვლით დიზაინს თუმცა თუ პრობლემურად დარჩა, ვეცდებით უკეთესი ვარიანტი მოვიფიქროთ.
- ისტორიაში სწრაფი ტესტების და საკითხების მეცადინეობებიდან ამოვიღეთ ღია კითხვები. ამ სესიებში ბევრს არ სურდა თემების წერა (რაც ლოგიკურია).
- შეკითხვა "რომელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა მცირე აზიაში ძვ. წ. II ათასწლეულში?" არასწორად იყო მონიშნული ძველი საბერძნეთის საკითხებში და გასწორდა.
- ისტორიიდან ამოღებული კითხვა "რომელ ღვთაებას ეძღვნებოდა ბაბილონში ზიკურათის სახით აგებული "ბაბილონის გოდოლი"?", რადგანაც არ შედის პროგრამაში.
ყველას ძალიან დიდი მადლობა რეპორტებისთვის, გთხოვთ თუ რაიმეს შენიშნავთ არ დაიზაროთ, დაარეპორტეთ და ჩვენ მას აუცილებლად განვიხილავთ.
სხვა გასწორებული შეცდომები
- ისტორიაში ღია კითხვებს აგდებდა საკითხების მეცადინეობის დროს, რაც ართულებდა მეცადინეობას თუ მოსწავლეს იმ მომენტში თემის წერა არ უნდოდა. ამ ეტაპზე საკითხებიდან ამოვიღეთ ეს თემები და დავტოვეთ მხოლოდ ღია კითხვებში.
- ისტორიის ანალიტიკაში გასწორდა ხარვეზი რომლის გამოც უკანასკნელი სესიები არ ჩანდა.
- გაუმჯობესდა წერილების ინტერფეისი მობილურ ეკრანებზე.
- დაემატა პაროლის აღდგენის ფუნქციონალი.
- გაუმჯობესდა ისტორიის შეკითხვების ინტერფეისი.
- მომხმარებლის ფოსტის ნაცვლად, საიტზე გამოჩნდება მისი სახელი თუ ასეთი მონაცემი არსებობს.
პრომო კოდების სისტემა
დავამატეთ პრომო კოდების სისტემა. ჯერ-ჯერობით არ ვიყენებთ.
სხვა ენების და გამოცდების ფუნქციონალი
პლატფორმა მომზადდა სხვა გამოცდებზე და რეგიონებში გასაშვებად. საქართველოში მოხმარებლებისთვის ეს ცვლილება შეუმჩნეველი უნდა იყოს, უბრალოდ საიტზე ლინკებში ყველგან ჩაემატა /ge/ka პრეფიქსი.