FoxPrep.ai კიდევ უფრო ჭკვიანი გახდა. გაიგე მეტი

"გამარჯობა აბიტურიენტებო!
მეოთხე განახლების დროც მოვიდა და ნელ-ნელა მატულობს მომზადების ტემპი. წინა განახლებაზე დავამატეთ ქართული ენა და ამ ორი კვირის განმავლობაში ჩვენმა მომხმარებლებმა საკმაოდ აქტიურად იმეცადინეს. ჯამში 25,000-მდე კითხვას უპასუხეს ყველა საგანში, მათ შორის 2,000-ზე მეტ ღია კითხვას, საიდანაც დაახლოებით 1500 ტექსტის კორექცია იყო. თქვენი ჩართულობის მატებასთან ერთად ამ განახლებაში ორ საკითხზე ვამახვილებთ ყურადღებას:
- ნელ-ნელა გროვდება საკმარისი რაოდენობის ნაპასუხები კითხვები რათა უფრო საინტერესო ფუნქციები და ანალიტიკა დაემატოს საიტს. ამ განახლებაში დავამატეთ ისტორიის ჭკვიანი კითხვების ჩატვირთვა ხოლო მომავალ განახლებებში კიდევ მეტი სიახლე იქნება მსგავს მიმართულებებზე.
- ღია კითხვებზე დაგროვილი ბევრი პასუხი გვაძლევს საშუალებას, გავაუმჯობესოთ შემოწმების/შეფასების ხარისხი. ქართულის ტექსტის კორექციის შემთხვევაში ვიცით ხარვეზების შესახებ და ნელ-ნელა გასწორდება. ამ განახლებაში კი მთლიანად შევცვალეთ ისტორიული დოკუმენტის ანალიზის სავარჯიშო.
და ბოლოს, თუ ჯერ კიდევ ფიქრობ როდის დაიწყო მომზადება, ჩემი რჩევა იქნება არ გადადო და ახლავე დაიწყო. არ ჩამორჩე სხვა აბიტურიენტებს, დააგროვე რაც შეიძლება მეტი მონაცემი ხარისხიანი ანალიტიკისთვის და ჩვენ მუდმივ სიახლეებს და გაუმჯობესებებს გპირდებით!
მომავალ განახლებაზე გვექნება სიახლეები ინგლისურის და ქართულის ანალიტიკაზე (სხვა სიახლეებთან ერთად).
წარმატებები!"
ირაკლი
FoxPrep.ai-ს დამფუძნებელი
კითხვების ჭკვიანი ჩატვირთვა
მთლიანად შეიცვალა კითხვების ჩატვირთვის ალგორითმი. ეს ნიშნავს, რომ უკვე უკეთ შერჩეულ კითხვებს იხილავთ საიტზე და რაც უფრო მნიშვნელოვანია, შევძლებთ სამომავლოდ ბევრი ახალი ფუნქციონალის დამატებას ამ ალგორითმზე.
- მთელს საიტზე, ამ განახლების შემდეგ პრიორიტეტი ენიჭება იმ კითხვებს, რომლებზეც ჯერ არ გიპასუხიათ.
- საცდელ რეჟიმში ისტორიის სწრაფ ტესტებს დაემატა კითხვების არჩევის მეთოდის ფუნქციონალი.
 
- კითხვის არჩევის მეთოდები და მათი მნიშვნელობა:- შემთხვევითობით - ეს არის სტანდარტული მეთოდი, როდესაც ყველა შესაძლო კითხვიდან შემთხვევითობის პრინციპით იტვირთება საჭირო რაოდენობის კითხვები. პრიორიტეტი ენიჭება იმ კითხვებს, რომელზეც ჯერ არ გიპასუხიათ.
- მხოლოდ შეცდომები - იტვირთება მხოლოდ ის კითხვები, რომლებზეც ამ კითხვაზე ბოლო ცდაზე შეცდომა დაუშვით. ყველაზე ხშირად მოთხოვნადი იყო ეს ფუნქციონალი. ამ მეთოდისთვის საჭიროა გქონდეთ საკმარისი რაოდენობის კითხვები შეცდომით ნაპასუხები. გაითვალისწინეთ, რომ ყურადღება ექცევა კონკრეტულ კითხვაზე მხოლოდ ბოლო პასუხს. მაგალითად თუ ერთ კითხვას სამჯერ უპასუხეთ, ეს კითხვა ჩაიტვირთება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს მესამე მცდელობა არ იყო სწორი.
- მხოლოდ ახლები - იტვირთება მხოლოდ ის კითხვები, რომლებზეც ჯერ არ გიპასუხიათ, ასეთი კითხვების არსებობის შემთხვევაში.
- ნეიროპლასტიკური - ეს არის ექსპერიმენტული, მაგრამ ძალიან საინტერესო მეთოდი. ბევრი კვლევის თანახმად, ტვინი ყველაზე კარგად ითვისებს მასალას როდესაც დავალებების 70-80%-ს სწორედ აკეთებს ხოლო 20-30%-ს შეცდომით. ეს მეთოდი თქვენი წინა მცდელობების გაანალიზებით შეგირჩევთ ისეთ შეკითხვებს, რომ ზუსტად მსგავს პროცენტულობაში იმუშაოთ და შესაბამისად მაქსიმალურად ეფექტურად მოემზადოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ მეთოდს სჭირდება თქვენი მონაცემები, შესაბამისად რაც უფრო მეტ კითხვაზე გექნებათ ნაპასუხები, მით უფრო ჭკვიანურად შეგირჩევთ ტესტებს.
 
- სამომავლოდ ეს და სხვა მეთოდები საიტის სხვა ნაწილებშიც დაინერგება, მათ შორის ისტორიის საკითხების გვერდზე.
ახალი დამატებითი კითხვები
საიტს დაემატა ბევრი ახალი კითხვა. კერძოდ:
- 190-ზე მეტი ახალი კითხვა ისტორიაში
- 6 ახალი ტექსტი ქართულის კორექტირების სავარჯიშოში
- 20 ახალი კითხვა ისტორიული დოკუმენტის ანალიზის სავარჯიშოში
კითხვების ბაზაზე მუშაობა გრძელდება და მსგავსი დამატებები ფაქტობრივად მუდმივ რეჟიმში მოხდება.
განახლებული ისტორიული დოკუმენტის ანალიზის სავარჯიშო
მთლიანად განვაახლეთ ისტორიის ღია კითხვების გვერდი. პირველ რიგში, შეგიძლიათ აირჩიოთ, ივარჯიშოთ 37-ე თუ 38-ე სავარჯიშოზე.
ასევე სრულად განახლდა 38-ე კითხვის ინტერფეისი და გასწორებული ნამუშევრის ნახვის გვერდი. აუცილებლად სცადეთ ეს სავარჯიშო, სახალისოა და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი 14 ქულაა ისტორიის ტესტში.
🐛 შესწორებული პრობლემები
ისევ დიდი მადლობა ყველას ვინც დაარეპორტა პრობლემები. ბოლო ორ კვირაში 50-ზე მეტი რეპორტი შემოვიდა, სათითაოდ ყველა გავიარეთ, თითქმის ყველას გიპასუხეთ მეილზე. რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა, რომელიც გასწორდა:
- არასწორად იყო მინიჭებული პერიოდი კითხვაზე: "რა პოლიტიკური შედეგი მოჰყვა ბიზანტიის იმპერიის დასუსტებას XI საუკუნეში საქართველოსთვის?". განახლდა XI-XV საუკუნეებით.
- გასწორდა ქართულის ტექსტი "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", რომელსაც არასწორი ფორმატირების გამო აკლდა შუა ნაწილი.
- მცირე ვიზუალური ჩასწორება ქართულის ტექსტის სათაურში: „მთაწმინდის მთვარე".
- გასწორდა ქართულის ტექსტი "ფიროსმანი", რომელსაც არასწორი ფორმატირების გამო აკლდა შუა ნაწილი.
- დროებით ამოღებულია შეკითხვა "რომელი გამონათქვამი ეკუთვნის იულიუს კეისარს?" სანამ უკეთეს ფორმულირებას მოვახდენთ.
- გასწორდა ინგლისურის დიალოგების შეკითხვა "Brother and sister talking" სადაც პასუხები იყო არეული.
- განახლდა შეკითხვა "რომელ წელს დაიშალა აქემენიანთა იმპერია", რომელშიც გაპარული იყო ფაქტობრივი შეცდომა.
- გამოწერების გვერდი იყო არეული რამდენიმე საათის განმავლობაში და მალევე გამოსწორდა.
სამომავლო გეგმები
- ქართულის ტექსტის კორექტირება - ვიცით, რომ დღემდე იდეალურად არ მუშაობს. ტესტირებისას ორი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა: სასვენი ნიშნების გასწორება ცოტა უჭირს და ჯამური ქულის ზუსტად დათვლა. ორივე პრობლემაზე ვმუშაობთ და გასწორდება როგორც კი ხარისხიან გადაწყვეტას მივაგნებთ.
- შედარებით დაგვიანდა ინგლისურის ანალიტიკის დამატება და იმედი გვაქვს შემდეგ განახლებაზე გვექნება პირველი ვარიანტები.
- დავიწყეთ მუშაობა მათემატიკის დამატებაზე და ეს სამუშაოები ჯერ ადრეულ სტადიაზეა.
- მალე დაემატება უცხოური ბარათებით გადახდის შესაძლებლობა.
- ვმუშაობთ ახალი მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე.
ნებისმიერი კითხვის, იდეის, ან პრობლემის შემთხვევაში მოგვწერეთ: [email protected]