ინგლისურის ანალიტიკა და სხვა სიახლეები

"გამარჯობა აბიტურიენტებო!
სეზონის მეხუთე განახლების მთავარი სიახლე ინგლისურის ანალიტიკის დამატებაა. როგორც წინა განახლებაში გითხარით, ნელ-ნელა მატულობს მონაცემების რაოდენობა და ჩვენც უფრო საინტერესო ფუნქციონალის დამატებას ვახერხებთ ამ მონეცემებით. ინგლისურის ანალიტიკაში დავამატეთ რამდენიმე ისეთი ფუნქცია, რაც შემდეგ სტანდარტული გახდება ყველა საგანში: მოსალოდნელი ქულის პროგნოზი, თითოეული მცდელობის განხილვა და ასე შემდეგ.
რაც შეეხება შემდეგ პრიორიტეტებს, მათემატიკის დამატება კვლავ რჩება ამ სიის სათავეში. ქართულ ენაზე მათემატიკის სავარჯიშოების იმ ხარისხით მოტანა თქვენამდე რაც ჩვენ გვინდა, საკმაოდ რთული გამოწვევა აღმოჩნდა თუმცა პროგრესი გვაქვს და მალე შეიტყობთ სიახლეებს.
როგორც ყოველთვის, გირჩევთ არ გადადოთ მომზადება, დააგროვეთ რაც შეიძლება მეტი მონაცემი და ეროვნულებს აუცილებლად ძალიან მომზადებულები შეხვდებით.
წარმატებები!"
ირაკლი
FoxPrep.ai-ს დამფუძნებელი
ინგლისურის ანალიტიკა
გავუშვით ინგლისურის ანალიტიკის პირველი ვერსია. ინგლისურის ანალიტიკური დეშბორდი
- ანალიტიკა აგებულია ეროვნული გამოცდის 7 სავარჯიშოს მიხედვით
- თქვენი წინა მცდელობების მონაცემების გათვალისწინებით, დეშბორდზე შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ქულის პროგნოზი. რაც უფრო მეტს ივარჯიშებთ, მით უფრო ზუსტი იქნება ეს პროგნოზი.
- თითოეულ სავარჯიშოზე შეგიძლიათ ნახოთ წინა მცდელობების შედეგები, ხოლო კონკრეტულ სვეტზე დაჭერით შეგიძლიათ ნახოთ ამ მცდელობაში რა პასუხები გაეცით, შეცდომები და მათი გაანალიზების შემდეგ, თავიდან სცადოთ ეს კითხვა.
- ამ და სხვა დეტალებზე ვიდეო დამატებულია ანალიტიკური დეშბორდის გვერდზე (მარცხენა მხარეს ღილაკზე დაჭერით).
განახლებული აუთენტიკაცია
გამარტივდა და გათანამედროვდა ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრაციის და შემოსვლის პროცესი. იმედი გვაქვს მოგწონთ ახალი დიზაინი.
გადახდები და გამოწერები
სამწუხაროდ ამ მიმართულებით უკვე არა ერთხელ გვქონდა არასტაბილური სერვისი და ამჯერადაც რამდენიმე პრობლემა აღმოვაჩინეთ და გავასწორეთ.
- თუ გადახდა განხორციელებული იყო ApplePay, GooglePay, ან საქართველოს ბანკის აპლიკაციის მეთოდით, ავტომატური განახლება შემდეგ თვეს არ მოხდება. ყველა ასეთ მომხმარებელს ეგზავნება წერილი, რათა განაახლონ გადახდის მეთოდი ბარათზე.
- შესაბამისად, პრობლემური მეთოდები ამოვიღეთ და გადახდა მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი.
- დიდი მადლობა მომხმარებლებს, რომლებმაც სხვა პრობლემის შესახებ შეგვატყობინეს: განახლების გადახდის პრობლემის შემთხვევაში საიტზე წვდომა არ ითიშებოდა. შეცდომა გასწორებულია.
დარეპორტებული კითხვები და ცვლილებები
დიდი მადლობა ყველას ვინც რეპორტების გვიგზავნის. ამ ორ კვირაში დაახლოებით 40 ახალი რეპორტი იყო შემოსული. ყველა გავიარეთ და პასუხიც გავეცით ავტორებს ელ. ფოსტის საშუალებით. რამდენიმე მნიშვნელოვანი ვცლილება ამ რეპორტების შედეგად:
- ისტორიაში გასწორდა შეკითხვა დავით ულუსა და ნარინზე უფრო მკაფიო, ნაკლებად დამაბნეველი ფორმულირებით.
- გასწორდა რამდენიმე გაჭედილი ღია კითხვების გასწორება. ხუთი ათასზე მეტი გასწორებიდან, 50-მდეს ქონდა პრობლემა საიდანაც 3 დარჩა არ გასწორებული უცნაური პრობლემების გამო. მადლობა მოთმინებისთვის და თუ მსგავსად არ გასწორდა თქვენი ნაშრომი, აუცილებლად მოგვწერეთ.
- ისტორიაში ჩასწორდა შეკითხვა კარლოს დიდზე, რომელიც არასწორად იყო მიწერილი საღვთო რომის იმპერიაზე.
- გასწორდა ინგლისურის შეკითხვა "Pena National Palace"-ზე სადაც ორი ვერსია იყო კითხვის, მათ შორის ერთი არეული.
- დაზუსტდა კითხვის ფორმულირება "რა იყო პირველი მსოფლიო ომის დაწყების უშუალო მიზეზი?". უშუალო მიზეზი ჩანაცვლდა საბაბით.
- გასწორდა ორ-ორი სწორი პასუხის პრობლემა ქართულის ტექსტზე: "ნუ წახვალ ისე, რომ არავის არ სცე ნუგეში".
ახალი დამატებული კითხვები
- დაემატა ინგლისურის 8 ახალი მოსასმენი სავარჯიშო (64 შეკითხვა ჯამში).
- დეამატა ინგლისურის სათაურების 19 ახალი სავარჯიშო (152 შეკითხვა ჯამში).
ამ მიმართულებით, თუ რომელიმე საგანზე, რომელიმე საკითხში ან სავარჯიშოზე ფიქრობთ, რომ გაკლიათ კითხვები - აუცილებლად შეგვეხმიანეთ და ვეცდებით დავაპრიორიტეტოთ.
ნებისმიერი კითხვის, იდეის, ან პრობლემის შემთხვევაში მოგვწერეთ: [email protected]