2026 ეროვნული გამოცდები: ქართულის თემები, ისტორიის განახლებული კითხვები და FoxPrep გეგმები

TL;DR - მოკლედ
- დაემატა ქართულის 34-ქულიანი წერითი დავალება და ავტომატური შეფასება ოფიციალური კრიტერიუმებით.
- განახლდა ~2000 ისტორიის დახურული კითხვა უკეთესი მინიშნებებით/ახსნებით.
- 2026-ში განვაახლებთ პროგრამებს და იანვარში სატესტოდ დავამატებთ მათემატიკის დახურულ კითხვებს.
გამარჯობა აბიტურიენტებო!
წლის ბოლო განახლების დროც მოვიდა. 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები სულ უფრო ახლოვდება და მინდა ეს შანსი გამოვიყენო და მოკლედ შევაფასო 2025 წელი. ამ წელს დაიწყო FoxPrep-ის ისტორია, ივნისში პირველი მომხმარებლები გვყავდა, რომლებმაც ჩვენთან ისტორია იმეცადინეს და ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს წინა წლის ეროვნულ გამოცდებზე.
ეროვნულების დასრულებისთანავე დავიწყეთ 2026 წლის ეროვნულებისთვის მზადება და დღეს უკვე სამი საგანი სრულად გვაქვს დამატებული - დღევანდელი განახლების შემდეგ ქართულის, ისტორიის და ინგლისურის ყველა სავარჯიშო სრულად არის დამატებული.
სექტემბრის შემდეგ ჩვენ ათასობით აბიტურიენტი შემოგვიერთდა! დღეს საქართველოში უკვე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა ვართ ეროვნულ გამოცდებში მოსამზადებლად და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გპირდებით ყოველდღიურად, დაუზარებლად შრომას, თქვენი უკუკავშირის და საჭიროებების მოსმენას რათა ჩვენ თქვენთვის მსოფლიოში საუკეთესო მოსამზადებელი პლატფორმა შევქმნათ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ყველა გამომწერს. ჩვენი შრომის ყველაზე დიდ დაფასებად და აღიარებად მივიჩნევთ იმ ფაქტს, როდესაც ჩვენი მომხმარებელი ირჩევს გვენდოს და ყოველთვიურად გადაიხადოს თანხა იმ პროდუქტში რასაც ჩვენ ვქმნით, შემდეგ კი დახარჯოს ამ პლატფორმაზე საკუთარი დრო. თქვენ ასი ათასობით კითხვას გაეცით უკვე პასუხი და ეს ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა.
გამოწვევებით სავსე აბიტურიენტობა გიწევთ, ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და გპირდებით მაქსიმალურად დაგეხმაროთ ნებისმიერ გაურკვევლობასთან დაკავშირებით. იქნება ეს განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები თუ განახლებული პროგრამები, ჩვენ ამ სიახლეებს თქვენთან ერთად დავამუშავებთ და გავუმკლავდებით.
მათ კი ვინც ჯერ ისევ ფიქრობს გახდეს თუ არა გამომწერი - გირჩევთ აღარ გადადოთ, დაახლოებით 6 თვე დარჩა ეროვნულ გამოცდებამდე და თითოეული დღე არის შანსი აკეთოთ ტესტები, დააგროვოთ მონაცემები და გამოცდაზე შეხვიდეთ თქვენს საუკეთესო ფორმაში თავდაჯერებულები.
მადლობა და წარმატებები!
ირაკლი ფხოველიშვილი
FoxPrep.ai-ს დამფუძნებელი
2025 წლის ბოლო განახლებები
ქართულის თემები და მათი ავტომატური შეფასება
დავამატეთ ქართულის ბოლო, 34 ქულიანი წერითი დავალება. თქვენ უკვე შეგიძლიათ, როგორც ეროვნულ გამოცდაზე, წაიკითხოთ დავალების პირობა, დაწეროთ თქვენი თემა და სულ მალე (რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე) ჩვენგან მიიღებთ შეფასებას და დეტალურ უკუკავშირს ოფიციალური კრიტერიუმების მიხედვით. ასევე 3 რჩევას თუ როგორ შეიძლებოდა თქვენი ნაშრომის გაუმჯობესება.
ახალ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთი თემა დაწერონ, ხოლო გამომწერებს შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ ვარჯიში. ქართულის ეროვნულ გამოცდაზე ეს სავარჯიშო ყველაზე მაღალქულიანია, შესაბამისად ბევრი წერა, შედეგების ანალიზი და ამ ანალიზის მიხედვით თემების გაუმჯობესება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქულის ასამაღლებლად. დააკვირდით შეფასებაში გაწერილ კრიტერიუმებს, შეეცადეთ ეს კრიტერიუმები წერის დროს გახსოვდეთ და მაქსიმალურად დააკმაყოფილოთ ისინი ქულის ოპტიმიზაციისთვის.
გახსოვდეთ, რომ ეს ახალი ფუნქციაა და ყველაფერი იდეალურად შეიძლება არ იყოს. სატესტო რეჟიმში, ქართულის მასწავლებლებმა დადებითი შეფასება მისცეს ჩვენ სისტემას (ის ოდნავ მკაცრია ქულების მხრივ) თუმცა ნებისმიერი პრობლემის შემჩნევის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
ღია კითხვების გაუმჯობესებული გასწორება
სრულიად გადავაწყეთ, ახალ, გაუმჯობესებულ სისტემაზე ყველა საგნის ყველა ღია კითხვის გასწორების პროცესი. ჩვენი აგენტები მუშაობენ გუგლის და ანტროპიკის ბოლო სისტემებზე მრავალ საფეხურიანი მიდგომით. ამ ყველაფრის შედეგად:
- გაიზარდა შესწორებული დავალებების შეფასების სიზუსტე და უკუკავშირის ხარისხი
- თითქმის ნულზე დავიდა დაგვიანებული ან არ გასწორებული ნაშრომები
- მასწავლებლებს და ჩვენს ექსპერტებს გაუმარტივდათ შესწორების პროცესის ავტომატიზაციის ტესტირება და ჩასწორება, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ პროდუქტის ხარისხს.
იმედი გვაქვს შეამჩნიეთ ეს ცვლილება და როგორც ყოველთვის, ნებისმიერი კითხვის ან შენიშვნის შემთხვევაში აუცილებლად დაგვიკავშირდით.
ისტორიის დახურული კითხვები — განახლებული მინიშნებები და ახსნები
ისტორიის დახურული კითხვები იყო პირველი რაც დავამატეთ FoxPrep-ზე ჯერ კიდევ 2025 წლის გამოცდებისთვის. მას შემდეგ ბევრი რამ დავხვეწეთ და გავაუმჯობესეთ, შესაბამისად ჩავთვალეთ, რომ დრო იყო ეს კითხვებიც გაგვეახლებინა. თითქმის 2000 კითხვა სრულიად განვაახლეთ გაუმჯობესებული მინიშნებებით, განმარტებებით და ვიზუალური ინტერფეისით. იმეცადინე ისტორიის განახლებული კითხვებით
ვფიქრობთ განახლებული ფორმატი კიდევ უფრო ინფორმატიულია და გააუმჯობესებს მომზადების პროცესს.
ძალიან მალე კი, კიდევ ერთხელ მოხდება ამ ყველა კითხვის განახლება, რათა გადავაწყოთ ყველაფერი 2026 წლის განახლებულ ისტორიის პროგრამაზე.
დარეპორტებულ კითხვებზე რეაგირებები
ბოლო განახლების შემდეგ, 44 ახალი რეპორტი იყო შემოსული, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა.
ყველას პირადად გიპასუხეთ წერილობით.
რეპორტების ნაწილზე არაფერი იყო გასასწორებელი, ნაწილი იყო თხოვნები (ახალი კითხვები, ა.შ.) ხოლო რამდენიმე შემთხვევაში გავიარეთ მასწავლებლებთან ერთად და მოვახდინეთ ჩასწორებები. ერთ რეპორტზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ და შემდეგ განახლებაზე გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება.
რამდენიმე რეპორტზე დაგვჭირდა დამატებითი ინფორმაცია. გთხოვთ მსგავს შემთხვევებში ყურადღება მიაქციოთ გამოგზავნილ იმეილს და შეძლებისდაგვარად გვიპასუხოთ ხოლმე.
- შესწორდა ინგლისურის ორი ტექსტის ფორმატი, ზედმეტი ახალი ხაზები იყო წასაშლელი უკეთესი კითხვადობისთვის.
- ჩასწორდა ისტორიის შეკითხვა: "საქართველოს რომელი მეფის მმართველობის პერიოდი არის ასახული რუკაზე?". გიორგი ბრწყინვალე შეიცვალა გიორგი I-თ.
- ისევ ბევრი რეპორტი იყო რომ მოსმენის სავარჯიშო არ ირთვება. სამწუხაროდ კვლავ ვერ შევძელით ამ შეცდომის ჩვენ ხელსაწყოებზე გამეორება თუმცა დავიწყეთ უფრო ღრმა ტექნიკური ანალიზი და იმედი გვაქვს აღმოვაჩენთ რაშია პრობლემა.
- ჩასწორდა ინგლისურის დავალების ტექსტი "The importance of the compass" სადაც არეული იყო პასუხები.
სხვა განახლებები
- ისტორიის ფაქტის ანალიზის სავარჯიშო მთლიანად განახლდა და დაეწია პლატფორმის სტანდარტს, როგორც ვიზუალურად ასევე გასწორების ხარისხით.
- ინგლისურის წაკითხული გააზრებაში დაგვემატა 13 ახალი ტექსტი.
- დავამატეთ ახალი ტექსტები ქართულის წაკითხულის გააზრებაში.
- გავასწორეთ კრიტიკული უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც 5 დეკემბერს აღმოაჩინეს მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენ მეორე დღესვე მოვახდინეთ რეაგირება.
- გასწორდა გადახდებთან დაკავშირებული პრობლემების ნაწილი, თუმცა კიდევ გვაქვს სამუშაო.
- ბევრი ვიზუალური განახლება და ჩასწორება ინტერფეისის დასახვეწად.
- სატესტო რეჟიმში გაეშვა სომხეთის საერთო უნივერსიტეტის გამოცდებისთვის მოსამზადებელი ვერსია.
2026 წლის მოსალოდნელი განახლებები
განახლებული პროგრამები
სამინისტრომ სულ ახალახან დაამტკიცა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები. ჩვენ ვამუშავებთ ამ პროგრამებს, ვნახულობთ ცვლილებებს, გადაგვყავს საკითხები ამ ახალ პროგრამებზე და თუ კითხვები გვაკლია რაიმე საკითხზე - აუცილებლად ვამატებთ.
იანვრის დასაწყისში თქვენ უკვე ნახავთ განახლებულ ისტორიის საგანს, მთლიანად ახალ პროგრამაზე.
მათემატიკაში მომზადება 2026 წლის ეროვნულებისთვის
მათემატიკა რჩება ყველაზე მოთხოვნად საგნად და ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას. ქართულად მათემატიკის ნოტაციის ხარისხიანად დამუშავება და გამოსახვა მოულოდნელად რთული აღმოჩნდა არსებული სისტემებისთვის. ჩვენთვის კი ხარისხი არის ის რაზეც თვალს ვერ დავხუჭავთ და ამიტომ არასრულ ან უხარისხო ვარიანტს არ ვამატებთ.
თუმცა გვაქვს საკმაო პროგრესი, და მათემატიკის დახურილი კითხვები იანვრის პირველ ნაწილში უკვე დაემატება სატესტო რეჟიმში.
ქულის პროგნოზი და რეკომენდაციები
ინგლისურში ჩვენ უკვე დავამატეთ ქულის პროგნოზი. ისტორიისთვის კი ვმუშაობთ ბევრად უფრო საინტერესო პროგნოზის სისტემაზე, რომელიც, თუ გაამართლებს, იქნება თქვენი ძირითადი გზამკვლევი ყოველდღიურად: რაზე გაამახვილოთ ყურადღება, რა სავარჯიშოები აკეთოთ, რომ გამოცდაზე მაქსიმალურად კარგ ფორმაში მიხვიდეთ. ეს იქნება არა მხოლოდ ანალიტიკა, არამედ ასევე ყოველდღიური დავალებები, გამოწვევები, შეჯიბრები და ა.შ. იმედი გვაქვს ეს ყველაფერი არა მხოლოდ გააუმჯობესებს თქვენი მომზადების ხარისხს, არამედ პროცესიც ბევრად საინტერესო და სახალისო გახდება.
მასწავლებლების ხელსაწყოები
ეს ფუნქციები დიდი ხანია გვინდა დავამატოთ, მაგრამ ვინაიდან აბიტურიენტების ძირითადი საჭიროებები პრიორიტეტია, დღემდე ფაქტიურად ბევრი არაფერი გაგვიკეთებია ამ მიმართულებით. თუმცა, იანვრიდან ვიწყებთ პირველ საპილოტე ჯგუფთან მუშაობას და დავამატებთ ისეთ ფუნქციონალს, რომ მასწავლებელმა თავისი მოსწავლეები ოპტიმალურად მოამზადოს ჩვენი პლატფორმის დახმარებით. ეტაპობრივად დავამატებთ ფუნქციებს, რომლის საშუალებითაც მასწავლებელი შეძლებს თავისი მოსწავლეების დამატებას, მათი პროგრესის და ანალიტიკის ნახვას, საშინაო დავალების მიცემას, და ა.შ.
საიტის ვიზუალის და ნავიგაციის დახვეწა
დღემდე ჩვენი პრიორიტეტი იყო ძირითადი სასწავლო ფუნქციონალი და სხვა მიმართულებები შედარებით ნაკლებ პრიორიტეტს იღებდა. მომავალ თვეებში კი ვაპირებთ შედარებით მეტი ყურადღება ვიზუალურ და ნავიგაციურ ნაწილებს დავუთმოთ, რათა ფოქსპრეპზე მეცადინეობა კიდევ უფრო მარტივი და სახალისო გახდეს.
სხვა საგნები
მათემატიკის გამართვის და დამატების შემდეგ, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ სხვა საგნებზე მუშაობას.
კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა, გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელს და 2026-დან ერთად გავაგრძელოთ ახალი ძალებით!