2026 წლის ვერსიის გაშვება
"გილოცავ, შენ 2026 წლის აბიტურიენტი ხარ! წინ გაქვს ბევრი შრომა, სწავლა და ეროვნული გამოცდები, რომელიც აუცილებლად შენთვის
სასურველი შედეგით დაგვირგვინდება.
ეს გზა FoxPrep.ai-ზე კი ამ სიახლით იწყება. 2025 წლის ეროვნული გამოცდებისთვის სულ რაღაც ორი თვე გვქონდა FoxPrep-ის გასაშვებად.
ამ პერიოდში პლატფორმის სატესტო ვერსია შევქმენით და ისტორია ერთად-ერთ საგნად დავამატეთ.
შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა - უამრავი მომხარებელი, 200,000-ზე მეტი სავარჯიშო შესრულებული, ბევრი პოზიტიური უკუკავშირი
და რაც მთავარია, ყველა ჩვენმა აქტიურმა აბიტურიენტმა ძალიან მაგარი ქულა აიღო.
ისტორიის გამოცდის დასრულების მეორე დღიდან მოყოლებული ვმუშაობთ ახალ, 2026 წლის ვერსიაზე. ბევრი რამე მოვასწარით თუმცა გაცილებით ბევრი დაგვრჩა გასაკეთებელი და დასამატებელი. ამ ფორმატით მოგიყვებით ხოლმე მნიშვნელოვან ცვლილებებზე და სამომავლო გეგმებზე.
წარმატებები!"
ირაკლი
2026 წლის პირველი სიახლეები
მთავარი სიახლეები
- პლატფორმა გადაკეთდა ბევრი საგნის მხარდასაჭერად. საგნები მზადების პროცესშია და ნელ-ნელა დაემატება.
- დაემატა ინგლისური ენა სატესტო რეჟიმში.
- გასწორდა ისტორიის კითხვებზე აღმოჩენილი ხარვეზები და დაემატა ახალი კითხვები
- გაუმჯობესდა ზოგადი ვიზუალი, განსაკუთრებით მობილურის ეკრანებზე.
ინგლისური ენა
მეორე საგნად FoxPrep.ai-ზე დავამატეთ ინგლისური ენა. აკეთე სავარჯიშოები ზუსტად იმ ფორმატში როგორც ეროვნულებზე მოვა
შენთვის მოსახერხებელ პლატფორმაზე. შენ უკვე შეგიძლია გააკეთო:
- მოსმენის სავარჯიშო
- კითხვა (სათაურები) - იგივე პარაგრაფების დასათაურება
- კითხვა (გააზრება) - ტექსტის მიხედვით კითხვებზე პასუხი
- ლექსიკა - ტექსტის შევსება გამოტოვებული სიტყვებით
- გრამატიკა - ტექსტის შევსება გამოტოვებული სიტყვებით ოღონდ გრამატიკაზე აქცენტით
- დიალოგის აგება
- თემა (მალე) - თემის წერა და გასწორება ძალიან მალე დაემატება!
გადახდები და გამოწერები
- ყოველთვიური გამოწერა - დაემატა ყოველთვიური ავტომატური გადახდის ფუნქცია.
ჩასწორებული ისტორიის კითხვები
დამუშავდა 100-ზე მეტი დარეპორტებული კითხვა. შესაბამისად ძალიან ბევრი კითხვა გაუმჯობესდა და გასწორდა. დეტალურად:
- გასწორდა 30+ შემთხვევა როცა რუკა არ ჩანდა. დაემატა ლინკი ცალკე გასახსნელად
- გასწორდა შეკითხვა "რომელი მსჯელობაა მართებული გერმანიის გაერთიანების შესახებ?". ორი იდენტური პასუხი იყო და ერთ-ერთი ჩანაცვლდა ახლით.
- გასწორდა შეკითხვა "რამდენი პროვინცია გაერთიანდა ნიდერლანდების შეერთებული პროვინციების რესპუბლიკაში?". შვიდი ორჯერ იყო პასუხში, ასევე დაემატა რიცხვები სიტყვიერად.
- ორჯერ იყო გამეორებული პასუხი 1571 შეკითხვაში "რომელ წელს მოხდა ლეპანტოს საზღვაო ბრძოლა?". გამეორებული პასუხი წაიშალა
- შესწორდა სახელი კითხვაში: "მეფე ექნატონის რელიგიური რეფორმის ისტორიული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ". სწორი ფორმაა ეხნატონი
- კითხვა ამოღებულია რადგან პასუხებიდან რამდენიმე ვარიანტი იყო მიახლოებული სიმართლესთან და არ ჰქონდა ცალსახად სწორი პასუხი "რა ფაქტორებმა განაპირობა სპარტის უნიკალური სოციალურ-პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება?"
- შეკითხვას ჰქონდა არასწორი პერიოდი და საკითხი მინიჭებული და გასწორდა "რა საერთო ნიშნები ჰქონდათ ფრანკთა და ოსტგოთების სამეფოებს VI საუკუნეში?". გახდა: მსოფლიო; V-X საუკუნეები; ფრანკთა სამეფო;
- შეიცვალა კითხვის ფორმულირება: "ვის კანონებს უწოდებენ შუამდინარეთის უძველეს ცნობილ სამართლებრივ ძეგლს?" და გახდა: "ვის ეკუთვნის ჩვენამდე სრულად მოღწეული უძველესი კანონთა კრებული?"
- კითხვაში პომპეუსი არასწორად იყო მოხსენიებული იმპერატორად. "რატომ მოხდა რომის იმპერატორ პომპეუსის ლაშქრობა იბერიაში ძვ.წ. 65 წელს?" ახალი ფორმულირება: რატომ მოხდა რომაელი სარდალი პომპეუსის ლაშქრობა იბერიაში ძვ.წ. 65 წელს?
- შეკითხვას ჰქონდა არასწორი პერიოდი და საკითხი მინიჭებული და გასწორდა. "რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო ფრანკთა სამეფოს ტრანსფორმაციას ფრანკთა იმპერიად?" გახდა: მსოფლიო; V-X საუკუნეები; ფრანკთა სამეფო;
- კითხვაზე "რომელი მოვლენა არ უკავშირდება თამარ მეფის მმართველობის ხანას?" ჩასწორდა მინიშნება და განმარტება სადაც არასწორად ეწერა რომ შირიმნის ბრძოლა 1222წ. ლაშა-გიორგის დროს მოხდა.
- კითხვაზე "რა მოხდა იულიუს კეისრის მკვლელობის შემდეგ?" პასუხი იყო შეიქმნა რომის იმპერიად იქცა. რეპორტი რომ ჯერ "შეიქმნა მეორე ტრიუმვირატი" მართებულია თუმცა აღნიშნული კითხვა ოფიციალური წინა წლების გამოცდებიდანაა და უცვლელად დავტოვებთ. სხვა პასუხები ამ პასუხთან შედარებით მაინც ცალსაცად არასწორია.
- შეკითხვას ჰქონდა არასწორი პასუხი და მინიშნებები: "ვინ იყო აქემენიანთა დინასტიის დამფუძნებელი?" იყო შეცდომით კიროს II დიდი. ახალი პასუხი: აქემენი
- შენიშვნა რომ ფინიკია აღარ შედის საგამოცდო საკითხებში სწორია თუმცა რადგან შეკითხვა წინა წლების გამოცდებიდანაა, მას უცვლელად ვტოვებთ სისტემაში. "სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ფინიკიაში ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბება ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებში?"
- კითხვას ჰქონდა ორი სწორი პასუხი და იყო საკმაოდ გართულებული ფორმულირებით. ამ ეტაპზე გადაწყდა კითხვის ამოღება. რომაული რესპუბლიკური მმართველობის სისტემასთან დაკავშირებით, რომელი დებულებაა მცდარი
- შეკითხვის ფორმულირება გასწორდა და ამოიშალა "იტალია": რომელი ქვეყანა იყო პრუსიის მოკავშირე იტალია ავსტრიასთან 1866 წლის ომის დროს?
- შეკითხვას ჰქონდა არასწორი პერიოდი და საკითხი მინიჭებული და გასწორდა. "რა იყო ფრანკთა სამეფოს დანაწევრების (ვერდენის ხელშეკრულება, 843 წ.) მთავარი შედეგი ევროპის შემდგომი პოლიტიკური განვითარებისთვის?" გახდა: მსოფლიო; V-X საუკუნეები; ფრანკთა სამეფო;
- ჩასწორდა კითხვის ფორმულირება: "როდის დასრულდა სამოქალაქო ომი?". გახდა როდის დასრულდა ამერიკის სამოქალაქო ომი?
- ამ შეკითხვის განმარტება დამაბნევლად იყო დაწერილი და სრული პასუხების ნაცვლად იყენებდა ა,ბ,გ,დ აღნიშვნებს ჩასწორდა სრული პასუხებით. "რა განსხვავება იყო ძველ გერმანელთა გვაროვნული წყობისა და ფეოდალური სისტემის საზოგადოებრივ სტრუქტურებს შორის?"
- შეიცვალა კითხვის ფორმულირება: რომელი ქალაქი იყო კარლოს დიდის იმპერიის დედაქალაქი? და დედაქალაქის ნაცვლად კითხვა გადაკეთდა იმპერიის ცენტრზე რადგან ოფიციალურად არ ყოფილა დედაქალი.
- შეკითხვაზე "როგორ გავლენას ახდენდა ასურეთის "პარაზიტული ეკონომიკა" იმპერიის შიდა სტაბილურობაზე? სწორი პასუხი იყო დამაბნევლად დაწერილი. შეიცვალა ახალი, უფრო პირდაპირი ფორმულირებით.
- ამოღებულია შეკითხვა "რატომ გაძლიერდა პროდასავლური ვექტორი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ?" რადგანაც 1990 წლების შემდეგი პერიოდი ეროვნული გამოცდების საკითხებში არ შედის.
- გასწორდა გრამატიკული შეცდომა შეკითხვაში "ვისგან აიღო კარლოს დიდმა იმპერატორის ტიტული?". აიღო -> მიიღო;
- შეკითხვა "როდის გახდა რომი იტალიის დედაქალაქი?" დაზუსტდა უკეთესი, დეტალური ფორმულირებით.
- კითხვაში "რა იყო გეორგიევსკის ტრაქტატის მთავარი შედეგი საქართველოსთვის?" ჩასწორდა ფორმულირება და შეიცვალა ქართლ-კახეთის სამეფოთი.
- შეიცვალა კითხვის ფორმულირება: "რომელი ქვეყნისთვის აღმოაჩინა ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკა?" -> რომელი ევროპული სახელმწიფოს მონარქებმა დააფინანსეს ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიცია?
- დაიხვეწა შეკითხვა: "რომის იმპერიის კრიზისი III საუკუნეში - რის გამო?" -> ჩამოთვლილთაგან რომელმა ფაქტორებმა განაპირობა კრიზისი რომის იმპერიაში III საუკუნეში?
- დაიხვეწა შეკითხვა: "ძვ.წ. VII საუკუნეში ეგვიპტე დაიპყრო:" -> ჩამოთვლილთაგან, რომელმა იმპერიამ დაიპყრო ეგვიპტე ძვ.წ. VII საუკუნეში?
- შეიცვალა კითხვის ფორმულირება: "რომელი მოვლენა გახდა ოცდაათწლიანი ომის უშუალო დასაწყისი?" -> სხვა ფაქტორებთან ერთად რა გახდა ოცდაათლიანი ომის დაწყების საბაბი?
- დამავნეველი ფორმულირების (როგორც კითხვა ასევე პასუხები) გამო ამოღებულია შეკითხვა: "რა იყო "ხატმებრძოლეობა"?"
- კითხვა დასახვეწია და დროებით ამოღებულია. "რომელი ზავით დაუბრუნდა რუსეთს ყირიმში დაკარგული ქალაქები, სამეგრელოს ნაწილი (ყულევის მიდამოები) და აფხაზეთი?"
- გასწორდა 20-მდე შეკითხვა რომლებიც არასწორად იყო მონიშნული თემურ ლენგის საკითხის ქვეშ. თემურ ლენგის კითხვებს კი მალე დავამატებთ!