ქართულის განახლებული ტესტები და სხვა ცვლილებები | FoxPrep
გადადი ქართულის განახლებულ გვერდზე →
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2026 სულ უფრო ახლოვდება და ამ სიახლის გამოქვეყნების მომენტისთვის, ოთხ თვეზე ნაკლებია დარჩენილი!
დროა მომზადების ბოლო ფაზაზე გადავიდეთ და ეს სიახლეებიც სწორად ამას ემსახურება.
ნუ ჩამორჩები ასობით პრემიუმ მოსწავლეს ფოქსპრეპზე და მოემზადე ეროვნული გამოცდებისთვის საუკეთესო ფორმაში შესახვედრად.
ქართულის განახლებები
ახალი სავარჯიშო - გრამატიკის შემოსახაზი კითხვები
ეს ფორმატი გამოცდაზე არ მოდის, თუმცა სხვა საგნებისგან განსხვავებით, ქართულში ყველა სავარჯიშოს შესრულებას საკმაოდ დიდი დრო და ენერგია უნდა. ჩვენ გვინდოდა დაგვემატებინა ფოქსპრეპისთვის სახასიათო, სწრაფი პროდუქტიული სავარჯიშო სესიები.
სწორად ამ მიზანს ემსახურება, გრამატიკის ტესტები. ოფიციალური საგამოცდო საკითხების მიხედვით შევქმენით საკმაოდ მარტივად საკეთებელი გრამატიკის სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარებათ დარწმუნდე შენს ცოდნაში, აღმოაჩინო ხარვეზები და დაიმახსოვრო წესები. მიზნად დაისახე ყველა ქვეთემის 100%-ზე სწორედ შესრულება და ტექსტის კორექტირების შედეგები აუცილებლად გაუმჯობესდება.
ტექსტის რედაქტირება - დამატებითი კითხვები
შემოსახაზი კითხვებით ვარჯიში კარგია, მაგრამ იმ სავარჯიშოს კეთება რომელიც გამოცდაზე მოვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს, ყველა ტექსტის რედაქტირების სავარჯიშო უკვე რამდენჯერმა აქვთ გაკეთებული!
შესაბამისად, ვამატებთ ახალ კითხვებს რითაც ბაზა თითქმის გაორმაგდა.
ასევე განვაახლეთ კითხვების ჩატვირთვის ლოგიკა, კითხვების ამოწურვის შემდეგ, თქვენი ყველაზე სუსტი მცდელობები ჩაიტვირთება. სესიის გაუქმების შემთხვევაში კი სხვა კითხვას მოგცემს, რითაც მეცადინეობა უფრო მრავალფეროვანი გახდება.
წაკითხულის გააზრება - ავტორებით და სათაურებით
პირველ რიგში, ამ სავარჯიშოშიც დავამატეთ ახალი კითხვები.
ასევე, სატესტო რეჟიმში, ოფიციალური პროგრამის მიხედვით, დავამატეთ ჩვენ მიერ შედგენილი კითხვები. ამ კითხვებზე მონაცემებს ვაგროვებთ და თუ მათი ხარისხი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი იქნება, მთლიან პროგრამაზე კიდევ უფრო მეტ კითხვას უნდა ელოდეთ.
რაც მთავარია, მეტი კომფორტი და მიზნობრივი მეცადინეობისთვის, ახლა უკვე შეგიძლია ტექსტები აირჩიო ავტორის და სათაურის მიხედვით. ხოლო უკვე გაკეთებულ ტექსტებზე, შეგიძლია დაინახო შენი ბოლო მცდელობის ქულა და გადაწყვიტო სად გინდა თავიდან ცდა.
წერითი დავალება (თემა) - ავტორებით და სათაურებით
მსგავსად წაკითხულის გააზრებისა, წერით დავალებაშიც დავამატეთ ახალი კითხვები.
ასევე, ზუსტად იგივე ფუნქციონალი ავტორის და სათაურის მიხედვით თემის ასარჩევად.
დარეპორტებული კითხვები და რეაგირება
უღრმესი მადლობა ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც არ იზარებს და შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში არეპორტებს პრობლემას.
ამ პერიოდში გავიარეთ 160-ზე მეტი რეპორტი, უკლებლივ ყველას ვინც დაარეპორტა დავუკავშირდით იმეილის საშუალებით.
- 45 შემთხვევაში მოვახდინეთ რეაგირება: შეცდომის გასწორება, კითხვის განახლება, და ა.შ.
- 83 შემთხვევაში ჩავთვალეთ, რომ ცვლილება არ იყო საჭირო და რეპორტის ავტორს განვუმარტეთ რატომ. ამ შემთხვევებში, როდესაც კითხვის შინაარსია დარეპორტებული, კონსულტაციას რამდენიმე მასწავლებელთან გავდივართ და გადაწყვეტილებას ისე ვიღებთ.
- 33 რეპორტი გაუგებარი იყო, ან უბრალოდ ტექსტის გარეშე, ან დაზუსტება იყო საჭირო რას გულისხმობდა. ყველა ამ შემთხვევაშიც დავუკავშირდით რეპორტის ავტორს.
გადადი ქართულის განახლებულ გვერდზე →
მადლობა ყველას და წარმატებები!