მოცემულ გზამკვლევში თქვენ გაიგებთ ისეთ მინიშნებებსა და რჩევებს სამაგისტრო გამოცდებზე, რომლებიც აქამდე არ იცოდით. ჩვენ გავაანალიზეთ ბოლო რამდენიმე წლის სამაგისტრო გამოცდები და აღმოვაჩინეთ ოპტიმალური სვლები, რომლებიც შენს ქულას გაზრდის. გარდა ამისა, გზამკვლევით გამოცდებზე არსებულ ყველა თქვენს კითხვას პასუხი გაეცემა.
გამოცდა, ორი მიყოლებითი დღე.
2 დღე · 4 კომპონენტი · 70 წთ თითოეულზეგამოცდა ორ დღეზეა განაწილებული, დღეში ორი 70-წუთიანი კომპონენტით. წაკითხულის გააზრება პირველი სესიაა პირველ დღეს, როცა კონცენტრაცია პიკზეა; რაოდენობრივი მსჯელობა კი ბოლოა, როცა დაღლილობა მაქსიმალურია. დაგეგმეთ შესაბამისად.
ორი სხვადასხვა შეფასების სისტემა ერთ გამოცდაში.
კრიტიკული განსხვავებაოთხი კომპონენტიდან სამი იზიარებს ერთსა და იმავე შეფასების ფორმულას - სწორი პასუხი არის ერთი ქულა, ხოლო მცდარ პასუხზე ქულა გაკლდება. ანალიტიკური წერა კი სრულიად განსხვავებულ პრინციპს ეფუძნება - წინასწარ გაწერილი შეფასების სისტემით ფასდება.
თითოეულ კითხვას აქვს 5 სავარაუდო პასუხი; მხოლოდ ერთია სწორი. −0.2 ჯარიმა არასწორ პასუხზე გათვლილია „ბრმა“ გამოცნობის შესაკავებლად, თუმცა, მათემატიკა რეალურად აჯილდოებს მას, ვინც პასუხს ნებისმიერ შემთხვევაში შემოხაზავს.
თქვენი ესე ფასდება გამოქვეყნებული რუბრიკის მიხედვით — არგუმენტაციის სტრუქტურა, ფაქტების გამოყენება, ენობრივი ხარისხი და ა.შ. აქ არ არის „არასწორი პასუხის“ ჯარიმა, თუმცა იოლი ქულებისკენ მიმავალი გზაც არ არსებობს. სტრატეგია აქ სრულიად სხვაა: რუბრიკის კრიტერიუმების ზუსტი დაკმაყოფილება.
მათემატიკა გვეუბნება: არასოდეს დატოვოთ კითხვა უპასუხოდ
მოსალოდნელი ქულა−0.2 საჯარიმო ქულა შექმნილია იმისთვის, რომ დაგაშინოთ. თუმცა, თუ ელემენტარულ არითმეტიკას მივმართავთ, შიში გაქრება. ხუთი სავარაუდო პასუხის პირობებში, სრულიად შემთხვევითი გამოცნობაც კი დადებით მოსალოდნელ ქულას იძლევა, ხოლო თუ ერთი ვარიანტის გამორიცხვას მაინც შეძლებთ, მათემატიკური უპირატესობა აშკარა ხდება.
| სიტუაცია | P(სწორია) | მოსალოდნელი ქულა |
|---|---|---|
| ცარიელი (არ შემოხაზეთ) | 0% | 0.000 |
| 5 ვარიანტი · ბრმა ვარაუდი | 20% | +0.04 |
| გამორიცხეთ 1 → დარჩა 4 | 25% | +0.10 |
| გამორიცხეთ 2 → დარჩა 3 | 33% | +0.20 |
| გამორიცხეთ 3 → დარჩა 2 | 50% | +0.40 |
ფორმულა: EV = P(სწორი) × 1 + P(არასწორი) × (−0.2)
სამივე MCQ კომპონენტში თქვენ დაახლოებით 80 კითხვას შეხვდებით. ხუთი მათგანის ცარიელი დატოვება ნაცვლად ვარაუდისა, დაახლოებით 0.20 მოსალოდნელ ქულას გაკარგვინებთ. რეიტინგულ სიაში ამ სხვაობამ შესაძლოა გადაწყვიტოს, ჩაირიცხებით თუ არა სასურველ პროგრამაზე.
ოთხი პრინციპი, რომელიც ყველა კომპონენტზე მუშაობს.
უნივერსალურითითოეულ კომპონენტს თავისი თავისებურება აქვს. თუმცა ეს ოთხი პრინციპი თანაბრად მუშაობს წაკითხულში, ლოგიკასა და რაოდენობრივში — სამი მათგანი კი ანალიტიკურ წერაშიც გამოგადგებათ. გაითავისეთ ისინი, სანამ კონკრეტულ სექციურ ტაქტიკებზე გადახვალთ.
ბევრი მცდარი ვარიანტი რეალურ სამყაროში ფაქტობრივად სწორია, თუმცა ისინი არ წერია ტექსტში. მიეჩვიეთ პირდაპირ კითხვაზე პასუხის გაცემას და არა იმას, რაც თქვენს გონებას სურს უპასუხოს წინარე ცოდნაზე დაყრდნობით.
ყველა ტესტურ კითხვაში ოთხი ვარიანტი მცდარია. არასწორი პასუხების პოვნა უფრო სწრაფი და საიმედოა, ვიდრე სწორის ძებნა. გადახაზეთ ის, რაც აშკარად არ შეესაბამება სიმართლეს და მერე აირჩიეთ დარჩენილებიდან.
თუ კითხვაზე დახარჯეთ 1 წუთით მეტი ვიდრე უნდა დაგეხარჯათ, მონიშნეთ საუკეთესო ვარაუდი და გადადით შემდეგზე. ერთი დაუმთავრებელი კითხვა უფრო ''იაფია'', ვიდრე სამი ნაჩქარევად გაკეთებული სექციის ბოლოს.
ზემოთ მოყვანილი მათემატიკური გათვლა უტყუარია. მაშინაც კი, თუ 30 წამი დაგრჩათ და წარმოდგენა არ გაქვთ პასუხზე, მონიშნეთ ნებისმიერი, და არ დატოვოთ პასუხგაუცემელი კითხვა
როგორ გამოვიყენოთ ეს გზამკვლევი.
ნავიგაციაამ მიმოხილვის გარდა, თითოეულ კომპონენტს თავისი სიღრმისეული ანალიზი აქვს. აირჩიეთ სექცია, რომლისთვისაც ემზადებით და ყურადღებით წაიკითხეთ.
ეს გზამკვლევი გიჩვენებთ, რას უნდა ელოდოთ — თუმცა რეალური ქულა მოდის ვარჯიშით რეალურ პირობებში. FoxPrep-ზე ყველა კომპონენტში შეგიძლიათ ივარჯიშოთ, ხოლო თუ პირველ რამდენიმე მისიას შეასრულებთ, ქულის პროგნოზიც გაგეხსნებათ.
დაიწყე მომზადება FoxPrep-ზე