2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები
2026 წლის ერთიან ეროვნული გამოცდების შედეგად 43,034 აბიტურიენტიდან 34,150 ჩაირიცხა. 16,200 გამოცხადებული ადგილი კი შეუვსებელი დარჩა. ეს ანალიზი იმ 8,884 აბიტურიენტზეა ვინც ვერ ჩაირიცხა. ნახავთ რატომ და მათგან რამდენს შეეძლო სადმე ჩარიცხულიყო.

ამ ნაწილში შევხედოთ ყველა 43,034 აბიტურიენტს. რა ნაწილი მოვიდა გამოცდებზე:
სავალდებულო საგნის გაცდენა ბაკალავრიატის კარს ავტომატურად კეტავს. არჩევითის შემთხვევაში კი გააჩნია: წერდა თუ არა სხვა არჩევითს და რას ითხოვს სასურველი პროგრამა.
| გაცდენილი გამოცდა | ადამიანი | ჩაირიცხა | წილი |
|---|---|---|---|
| მხოლოდ არჩევითი საგანი | 737 | 446 | 61% |
| ქართული | 53 | 29 | 55% |
| უცხოური ენა | 238 | 33 | 14% |
737-დან, ვინც მხოლოდ არჩევითი გააცდინა, ჩაირიცხა 446, მათგან 349 ბაკალავრიატზე. 53-დან, ვინც ქართული გააცდინა, ჩაირიცხა 29; 238-დან, ვინც უცხოური ენა გააცდინა, ჩაირიცხა 33. ამ 62-დან ბაკალავრიატში ვერცერთი ვერ მოხვდა: 52 პროფესიულ პროგრამაზე წავიდა და 10 ქართულ ენაში მომზადებაზე, ანუ იმ ორ გზაზე, რომლებიც ამ გამოცდებს არ ითხოვს.
ჩარიცხული აბიტურიენტები გადანაწილდნენ სამი ტიპის პროგრამებზე.
1+4 ენაში მოსამზადებელი პროგრამაა: არაქართულენოვანი სტუდენტები ერთ წელს ქართულს სწავლობენ, სანამ ბაკალავრიატზე გადავლენ. ამ 1,528 ადგილიდან 1,495 სახელმწიფო უნივერსიტეტებშია.
ამ 40 ჩარიცხვიდან 37 სამხატვრო აკადემიაშია და 3 ჯიპა-ში. ექვსივე პროგრამა ცნობარის ფაილში არ არის, მაგრამ რანჟირებული სია მათ „აკად.“-ად ნიშნავს, ამიტომ აქ ბაკალავრიატში ითვლება.
| კვალიფიკაცია | სახელმწიფო | კერძო | სულ | წილი |
|---|---|---|---|---|
| ბაკალავრიატი | 17,862 | 11,619 | 29,481 | 86.3% |
| პროფესიული / სასულიერო | 1,322 | 1,819 | 3,141 | 9.2% |
| ქართულ ენაში მომზადება (1+4) | 1,495 | 33 | 1,528 | 4.5% |
| სულ ჩარიცხული | 20,679 | 13,471 | 34,150 | 100% |
34,150 ჩარიცხული უკვე გავიარეთ და დაგვრჩა 8,884 არჩარიცხული აბიტურიენტი დარეგისტრირებული 43,034-დან.
ნაბიჯ-ნაბიჯ შევხედოთ სხვადასხვა მიზეზს, თუ რატომ ვერ ჩაირიცხნენ ისინი.
ზოლების სიგანე ადამიანების რაოდენობის პროპორციულია, და ყოველი მწკრივი იქ იწყება, სადაც წინა მწკრივის ნაშთი. 8,884 − 3,346 − 485 − 3,093 − 69 = 1,891.
ვერ ჩარიცხულებში ეს ყველაზე დიდი ჯგუფია, 8,884-ის 38%. რატომ არ გამოცხადდნენ, არ ვიცით: შეიძლება გადაიფიქრეს, თავს მზად არ გრძნობდნენ, ან სხვა ცხოვრებისეული მიზეზი ჰქონდათ. ორი ქვე-ჯგუფია:
ამ 3,191 არგამოცხადებულიდან 2,790-მა მაინც შეავსო პროგრამების სია. მათი თითქმის ნახევარი (1,380) მხოლოდ ერთ გამოცდაზე იყო რეგისტრირებული.
ამ ჯგუფის ვერჩარიცხვის კონკრეტული მიზეზის გამორკვევა რთულია: რა შეიცვალა რეგისტრაციიდან გამოცდაზე არგამოცხადებამდე, არ ვიცით.
485-მა აბიტურიენტმა ერთი გამოცდა მაინც ჩააბარა, მაგრამ შემდეგ პროგრამა აღარ აურჩევია. ძირითადი მიზეზი, სავარაუდოდ, მათი შედეგებია გამოცდებზე.
მათგან 297-ს შეეძლო სადმე ჩარიცხულიყო, თუმცა უმრავლესობა პროფესიული ადგილებია. მხოლოდ 34 მათგანი იყო ისეთი, ვისაც შეეძლო თუნდაც ერთ საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულიყო.
სანამ აბიტურიენტები არჩეულ პროგრამაზე კონკურსში მონაწილეობის უფლებას მიიღებენ, მათ ორი ტიპის ბარიერის გადალახვა სჭირდებათ:
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. სახელმწიფოს დაწესებული მინიმალური ზღვარი, რომელიც ყველა პროგრამას ეხება. ეს არის ფიქსირებული პროცენტი, რომელიც ედარება აპელაციების შემდეგ გათანაბრებულ ქულას. თუ ეს კონკრეტულ საგანში ვერ გადალახე, ამ საგნით პროგრამაზე კონკურსზე არ განიხილები. 25% საგნების უმეტესობისთვის, 20% მათემატიკისა და უცხოური ენებისთვის, 30% უმცირესობების ზოგადი უნარებისთვის.
პროგრამის საკუთარი მინიმალური ზღვარი, გამოქვეყნებული NAEC-ის ცნობარში. ზოგჯერ ის სახელმწიფო ზღვარს უდრის, თუმცა ბევრგან ბევრად მაღალია. მაგალითად, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსი ითხოვს ქართულს 55%-ზე მაღლა, უცხოურ ენას 75%-ზე მაღლა, ბიოლოგიას 65%-ზე მაღლა, და ერთ-ერთს: მათემატიკა 50%-ზე მაღლა / ფიზიკა 50%-ზე მაღლა / ქიმია 60%-ზე მაღლა.
მხოლოდ ორივე ზღვრის დაძლევის შემდეგ განიხილება აბიტურიენტი მოცემულ პროგრამაზე.
მთელ ნაკადში პროგრამის საკუთარმა ზღვარმა 9,033 აბიტურიენტს დაუკეტა სულ მცირე ერთი ჩაწერილი პროგრამა, სულ 22,030 არჩევანი, მაშინ როცა სახელმწიფო ზღვარი უკვე გადალახული ჰქონდათ. უმეტესობისთვის ამან მხოლოდ სია შეამცირა: 8,258 სხვაგან ჩაირიცხა, 775 კი ვერსად. მარტო თსსუ-ის დიპლომირებულმა მედიკოსმა 412 შეაჩერა, ვისაც სახელმწიფო ზღვარი გადალახული ჰქონდა. მათგან 376-მა მაინც მიიღო სამედიცინო ადგილი უფრო დაბალზღვრიან პროგრამაზე, 25 სხვაგან წავიდა, 11 კი ვერსად.
ეს 3,093 გამოცდაზეც გავიდა და პროგრამებიც აირჩია, მაგრამ სახელმწიფო მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, ამიტომ ვერცერთ ჩვეულებრივ საბაკალავრო პროგრამაზე არ განიხილებოდა. მათგან 946-მა მხოლოდ ერთი გამოცდა ჩააბარა. 1,925-მა სამი ან მეტი.
| მიზეზი | აბიტურიენტები |
|---|---|
| ქართული საერთოდ არ დაწერა და უმცირესობის ზოგადი უნარებიც არ აქვს | 847 |
| ქართულში ჩაიჭრა | 751 |
| უცხოურ ენაში ჩაიჭრა | 485 |
| უცხოური ენა საერთოდ არ დაწერა | 126 |
| ყველა არჩევით საგანში ჩაიჭრა | 797 |
| არჩევითი საგანი საერთოდ არ დაწერა | 87 |
| სულ | 3,093 |
ამ აბიტურიენტების ნაწილს კიდევ აქვს შანსი. პროფესიული და სასულიერო კატალოგისთვის ზღვარი ნახევარია, ანუ ტესტის მაქსიმუმის 10%-დან 13%-მდე, ბაკალავრიატის 20%-დან 25%-ის ნაცვლად. ამ 3,093-დან 1,877 პროფესიულ ადგილს მოიპოვებდა, ერთი მაინც რომ ჩაეწერა სიაში.
მთლიან ნაკადში 1,634 აბიტურიენტმა ჩააბარა არჩევითი და ვერცერთში ვერ გადალახა ზღვარი. მათგან 729 მაინც ჩაირიცხა: 686 პროფესიულებში, 26 ერთწლიან მოსამზადებელზე (1+4) და 17 ხელოვნების აკადემიაში, სადაც ჩარიცხვას შემოქმედებითი ტური განსაზღვრავს.
ერთ კონკრეტულ პროგრამაზე შიდა ზღვარმა ბევრი აბიტურიენტი დაბლოკა. თუმცა აბსოლუტურ უმრავლესობას სხვა ალტერნატივებიც ეწერა, სადაც შიდა ზღვარს ლახავდა. ეს 69 აბიტურიენტი გამონაკლისია: ქვეყანაში სადმე საბაკალავრო პროგრამა მათთვის ღია იყო, მაგრამ ეწერათ მხოლოდ ისეთი პროგრამები, სადაც ვერ გადიოდნენ. 33-ს ყველა არჩევანი შიდა ზღვარმა დაუკეტა, 30-ს სახელმწიფო ზღვარმა სწორედ იმ საგანში, რომელსაც ეს პროგრამები ითვლიდნენ, 6-ს კი ორივემ. აღსანიშნავია, რომ 69-დან 28-ს მხოლოდ ერთი პროგრამა ჰქონდა არჩეული.
სამოცდაცხრავე მოხვდებოდა საბაკალავრო პროგრამაზე იმ ქულებით, რაც ჰქონდათ. უბრალოდ მეტი პროგრამა უნდა ჩაეწერათ ასარჩევად.
მხოლოდ ეს ჯგუფია, რომელმაც კონკრეტულ პროგრამებზე მიიღო კონკურსში მონაწილეობა. თუმცა მათ მიერ არჩეულ პროგრამებზე არსებულ ადგილებზე მაღალი მოთხოვნა იყო და საკონკურსო ქულებით მათ სხვა აბიტურიენტებმა აჯობეს.
ეს არის ჯგუფი, სადაც ალბათ ყველაზე დასანანი შედეგებია. 191 მათგანს მხოლოდ ერთი პროგრამა ეწერა. არ ვიცით, ეს პრინციპულობის, დაუდევრობის თუ ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალია.
მათგან 1,475-ს შეეძლო მინიმუმ ერთ რომელიმე საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა. მედიანურად კი მათ 71 სხვადასხვა ადგილის კვოტაზე ჰქონდათ მოხვედრის შანსი, ეს პროგრამები რომ ჩაეწერათ.
ფინანსები ცალსახად თამაშობს აქ როლს. 1,891-დან 842-ს მხოლოდ სახელმწიფო პროგრამები ეწერა, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია უფასოდ სწავლა. ამ 842-დან 633-ს სხვა სახელმწიფო საბაკალავრო პროგრამაზე შეეძლო ჩარიცხვა, ეს პროგრამები რომ დაეწერათ: მედიანურად 38 სხვადასხვა სახელმწიფო კვოტაზე შეეძლოთ მოხვედრა. 209-ს ბაკალავრიატში ვერსად შეეძლო მოხვედრა; მათგან 82 პროფესიულ ადგილს მოიპოვებდა და 127 ვერსად ვერაფერს. დარჩენილი 1,049-დან, რომლებსაც კერძოებიც ეწერათ, 840-ს შეეძლო სახელმწიფო პროგრამაზე მოხვედრა.
| საკონკურსო ქულა | აბიტურიენტი | წილი | რამდენი ქულა დააკლდათ (მედიანა) | სხვა რამდენ პროგრამაში მოხვდებოდა (მედიანა) |
|---|---|---|---|---|
| 2,100 და მეტი | 1 | 0.1% | 53.7 | 445 |
| 2,000 - 2,100 | 0 | 0% | ||
| 1,900 - 2,000 | 15 | 1.1% | 28.4 | 331 |
| 1,800 - 1,900 | 105 | 7.8% | 23.4 | 269 |
| 1,700 - 1,800 | 259 | 19.2% | 46.4 | 191 |
| 1,600 - 1,700 | 578 | 42.8% | 44.5 | 100 |
| 1,500 - 1,600 | 376 | 27.8% | 91.0 | 63 |
| 1,500-ზე დაბლა | 17 | 1.3% | 146.0 | 46 |
ცხრილში შესულია 1,891-დან 1,351 აბიტურიენტი. დანარჩენებს ან მხოლოდ პროფესიულზე ჰქონდა განაცხადი, ან მხოლოდ შემოქმედებითი ტურის მქონე პროგრამები, რომელთა შედარებაც აქ პირდაპირ არ ხერხდება.
| საფეხური | ადამიანი | მოიპოვებდა ბაკალავრიატის ადგილს | მოიპოვებდა ნებისმიერ ადგილს |
|---|---|---|---|
| 1 · გამოცდაზე საერთოდ არ გასულა | 3,346 | 0 | 0 |
| 2 · გამოცდა ჩააბარა, განაცხადი არა | 485 | 34 | 297 |
| 3 · სახელმწიფო ზღვარი | 3,093 | 0 | 1,877 |
| 4 · ჩაწერილიდან არაფერი იყო ღია | 69 | 69 | 69 |
| 5 · გამსვლელ ქულაზე წააგო | 1,891 | 1,475 | 1,755 |
| ყველა ერთად | 8,884 | 1,578 | 3,998 |
„მოიპოვებდა“ ნიშნავს, რომ თუ სხვა დამატებით პროგრამებს ჩაწერდნენ არჩევანში, იქ ჩაირიცხებოდნენ.
8,884-დან 3,998-ს ჰქონდა შანსი სადმე ჩარიცხულიყო. მათგან 1,578-ს შეეძლო საბაკალავრო პროგრამაზე მოხვედრა: 1,574-ს სახელმწიფო საბაკალავრო პროგრამაზე, ხოლო 1,473-ს კერძოზე. ცალსახად, ეს ბაზრის არაეფექტური ნაწილია, რომლის გამოსწორებაც სწორი კომუნიკაციით სავსებით შესაძლებელია.
წლევანდელ პროგრამებში ჯამში 50,350 ადგილი იყო გამოცხადებული, რომელთაგან მხოლოდ 34,150 შეივსო.
| კვალიფიკაცია | ადგილი | შევსებული | ვაკანტური | შევსება % |
|---|---|---|---|---|
| პროფესიული / სასულიერო | 10,487 | 3,141 | 7,346 | 30.0% |
| ბაკალავრიატი | 36,816 | 29,481 | 7,335 | 80.1% |
| ქართულ ენაში მომზადება (1+4) | 3,047 | 1,528 | 1,519 | 50.1% |
| სულ ადგილი | 50,350 | 34,150 | 16,200 | 67.8% |
პროფესიულ კატალოგში მხოლოდ ადგილების 30% შეივსო. მესამე საფეხურის 1,137 აბიტურიენტს ჯერ კიდევ შეუძლია ამ ადგილებზე მოხვედრა.
მხოლოდ ბაკალავრიატის ადგილები.
| მიმართულება (ბაკალავრიატი და 1+4) | სახელმწ. ადგილი | სახელმწ. შევსება | კერძო ადგილი | კერძო შევსება | ვაკანტური სულ |
|---|---|---|---|---|---|
| მედიცინა და ჯანდაცვა | 2,670 | 42.5% | 1,520 | 34.4% | 2,532 |
| ენობრივი მომზადება | 3,001 | 49.8% | 46 | 71.7% | 1,519 |
| ინჟინერია | 3,635 | 78.9% | 912 | 54.4% | 1,183 |
| IT და კომპიუტერული მეცნიერება | 2,040 | 81.4% | 1,912 | 61.1% | 1,124 |
| ბიზნესი და ეკონომიკა | 4,695 | 93.8% | 3,531 | 89.9% | 649 |
| სოციალური მეცნიერებები | 890 | 94.9% | 3,007 | 87.6% | 418 |
| საბუნებისმეტყველო მეცნიერებები | 1,315 | 78.2% | 131 | 45.8% | 358 |
| სოფლის მეურნეობა | 915 | 67.3% | 163 | 93.3% | 310 |
| ჰუმანიტარული მეცნიერებები | 2,375 | 97.6% | 800 | 70.9% | 289 |
| არქიტექტურა და დიზაინი | 720 | 96.2% | 483 | 74.5% | 150 |
| ხელოვნება | 425 | 84.9% | 157 | 51.6% | 140 |
| მედია და კომუნიკაცია | 160 | 100% | 744 | 87.6% | 92 |
| სამართალი | 1,500 | 100% | 1,821 | 95.7% | 79 |
| განათლება | 285 | 96.1% | 10 | 100% | 11 |
სამართლის სახელმწიფო ადგილები 100%-ით შეივსო, 1,500-დან 1,500, ისევე როგორც მედიის სახელმწიფო ადგილები.
მედიცინამ და ჯანდაცვამ 2,532 ადგილი ცარიელი დატოვა და 40%-ზე ნაკლები შეავსო, ნებისმიერ სხვა მიმართულებაზე უარესი, და სწორედ ეს მიმართულება აწესებს ქვეყანაში ყველაზე მაღალ პროგრამულ ზღვრებს. მარტო თსსუ-ზე ამ ვაკანსიებიდან 1,202 მოდის. სამართალმა, რომელიც ჩვეულებრივ ზღვრებს აწესებს, 97.6% შეავსო.
| დაწესებულება | ადგილი | შევსებული | ვაკანტური | შევსება % |
|---|---|---|---|---|
| თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი · სახელმწ. | 2,393 | 1,078 | 1,315 | 45.0% |
| ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი · სახელმწ. | 2,862 | 2,013 | 849 | 70.3% |
| აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი · სახელმწ. | 2,756 | 1,975 | 781 | 71.7% |
| საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი · კერძო | 997 | 336 | 661 | 33.7% |
| საპატრიარქოს წმ. ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტი · კერძო | 803 | 159 | 644 | 19.8% |
| საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი · სახელმწ. | 3,831 | 3,336 | 495 | 87.1% |
| საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA · კერძო | 670 | 207 | 463 | 30.9% |
| სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი · სახელმწ. | 1,354 | 906 | 448 | 66.9% |
| ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია · სახელმწ. | 1,113 | 678 | 435 | 60.9% |
| საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი · კერძო | 461 | 65 | 396 | 14.1% |
| თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი · სახელმწ. | 7,708 | 7,328 | 380 | 95.1% |
| ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი · სახელმწ. | 469 | 147 | 322 | 31.3% |
| პროგრამა | ადგილი | შევსებული | ვაკანტური |
|---|---|---|---|
| დიპლომირებული მედიკოსი · თსსუ · ბაკალავრიატი | 900 | 379 | 521 |
| საექთნო საქმე, ქართულ-ავსტრიული პროგრამა · თსსუ · ბაკალავრიატი | 250 | 1 | 249 |
| სამეანო საქმე · თსსუ · ბაკალავრიატი | 200 | 7 | 193 |
| ქართულ ენაში მომზადება სომხურენოვანთათვის · ბათუმის სახელმწ. უნივ. · 1+4 | 137 | 1 | 136 |
| ფინანსები · ბათუმის სახელმწ. უნივ. · ბაკალავრიატი | 220 | 91 | 129 |
სხვათა შორის, ფოქსპრეპზე ზუსტად ამიტომ ვქმნიდით „სად მოვხვდები“ და მსგავს ხელსაწყოებს. მათ აბიტურიენტებთან მაქსიმალური ინფორმაცია მიაქვთ, რათა ზუსტად იცოდნენ იმ ადგილების შესახებაც, რომლებიც სადაზღვევოდ კარგი ვარიანტებია.