ცვლილებები გადახდის გეგმებში გამოცდებამდე | FoxPrep
გამარჯობა აბიტურიენტებო,
გამოცდები სულ უფრო ახლოვდება და გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ იმუშავებს გადახდები გამოცდებამდე.
1. არსებული სრული გეგმის მფლობელები
თქვენთვის არაფერი არ იცვლება, თქვენ უკვე შეიძინეთ სრული წვდომა გამოცდებამდე. თქვენი წვდომა შეუზღუდავად გაგრძელდება მთელი ივლისის ჩათვლით.
2. არსებული ყოველთვიური გამომწერები
თქვენთვის ვეცადეთ მოგვეფიქრებინა მაქსიმალურად სამართლიანი გადახდის სქემა, რომელიც არც ჩვენ გვაზარალებს და არც თქვენ გადაგახდევინებთ ბოლო გადახდას გამოცდების 1-2 დღის გამო. ვინაიდან ჯერ კიდევ უცნობია გამოცდის ზუსტი თარიღები, მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება:
- ბოლო ავტომატური გადახდა მოხდება პირველ გამოცდამდე 5 დღით ადრე.
- თუ ამ თარიღის მერე გიწევდათ გადახდა, თქვენი წვდომა ავტომატურად გახანგრძლივდება გამოცდების ბოლომდე (მთლიანი ივლისის თვე).
3. ყოველთვიური გამოწერა ივნისში აღარ იქნება ხელმისაწვდომი
ამ გეგმის მიზანი ყოველთვის იყო შეღავათიანი წვდომის მინიჭება იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც ჩვენთან ერთად მომზადება გრძელვადიანად უნდოდა. შესაბამისად, მაისის ბოლოდან სულ მცირე დრო რჩება გამოცდებამდე და ეს გეგმაც აღარ იქნება ხელმისაწვდომი.
პირველი ივნისიდან, წვდომის მიღება იქნება შესაძლებელი მხოლოდ სრული პაკეტის შეძენით.
დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და გისურვებთ წარმატებებს.
ნებისმიერ კითხვაზე დაგვიკავშირდით: